არქეოლოგიური კუთხე

არქეოლოგიური კუთხე

თაკო, იცით პროფესიით არქეოლოგია. მას ყოველთვის ჰქონდა ჩანაფიქრი შეექმნა სივრცე, რომელიც ბავშვებსა და მოზარდებს უფრო მეტად დააახლოებდა ამ დარგთან, მათ ცოდნას და ინტერესს გაზრდიდა ამ პროფესიისადმი.

ჩავხატეთ იდეა, მოვიმარჯვეთ ნიჩბები და გოგოები შევუდექით მუშაობას. ერთ კვირაში, როგორც იქნა დავასრულეთ ორმოს თხრა და საძირკველის მომზადების დრო მოვიდა. რა კარგია კაჭკაჭივით რომ ყველაფერს ვინახავ, გამოვდგი ძველი აუზები და ჩავაფინეთ ძირში. ფიცრებიღა უნდა მიგვეჭედა კედლებზე, როცა მოსაღამოვდა და მხედველობამ იკლო. მზეც კი დაიღალა ჩვენი ყურებით და დაიძინა. თუმცა ასე მარტივად როდი ვნებდებით და ვტოვებთ საქმეს შუა გზაში, მივაყენეთ მანქანა და ფარებით გავანათეთ სამუშაო მოედანი. ფიცრებიც მივამაგრეთ და კაუჭებიც დავსვით ზედ. მეორე დღეს კი დავურეკეთ ვაჟას ბიჭს და ქვიშაც მოვიდა. აქ უკვე ბიჭები დაგვეხმარნენ და ერთიანი ძალებით მოვასწორეთ ყველაფერი. დავყავით კვადრატები და საბოლოო შტრიხებზე საკუთარ შვილებს გავუწიეთ ექსპლუატაცია.

შევიძინეთ საჭირო ინვენტარი, დავბეჭდეთ პასპორტები, სერთიფიკატები და 2023 წლის ბავშთა დღეს, ოფიციალურად მივიღეთ პირველი ნორჩი არქეოლოგების ექსპედიცია.

Back to blog