ახალი წელი

ახალი წელი

ყველა ახალი წლის ნაძვისხეს თავის ემოციური ისტორია აქვს. მისი გაფორმება ამ ემოციებს გვახსენებს და თან საშუალებას გვაძლევს მას ახალი შევმატოთ. ახალ ოჯახს ახალი ხე ემატება და მისი ისტორიაც თავიდან იქმნება. მე, ყოველ წელს განსხვავებულ ნაძვის ხეს ვდგამ, იმის მიხედვით, თუ როგორი განწყობა მაქვს. წელს ჩემი ნაძვისხე ნაცრისფერია, როგორც ჰაერი რომელსაც დღეს ვსუნთქავთ. მაგრამ მომავლის იმედით მაინც გავაფორმე:  ჰერბარიუმის ბარათებზე ჩვენი სურვილები დაიწერება, რომ ყველა ასრულდეს.  მტრედი, მშვიდობას მოიტანს. ბროლის ცრემლები კი, მინდა სიხარულის ცრემლებად გადაიქცნენ და 2025 წელი, საქართველოს ისტორიაში, ერთერთი დადებითად ამაღელვებელი, სასიხარულო ჟრუანტელის მომტანი წელი ყოფილიყოს. არ დაგავიწყდეთ სურვილის ჩაფიქრება, ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ.

Back to blog