ბისკვიტი
Share
პენელოპა ვინც კი თხებს შორის მინახავს, ყველაზე ცელქი და კომუნიკაბელურია. სადმე რაიმე ასაძრომი ან ჩასაძრომი თუ მოინახება, პენელოპა აუცილებლად იქ დაგხვდებათ.
სამანტას ამბის შემდეგ ოდნავ შეიცვალა, თითქოს მენტალურად უფრო გაიზარდა, თუმცა სიცანცარე არ დაუკარგავს. მაგრამ დედობამ უკვე, სრულად შეცვალა. საკუთარი გამოცდილებით ვიცი, როცა დედა ხდები, სამყაროს სხვა ფერებში ხედავ და განსხვავებული ძალა გეძლევა. ასე დაემართა ჩვენს პენელოპასაც.
ახლა მისი პატარა ბისკვიტი დახტის ყველგან. აძვრა იმდღეს სახლის სახურავზე და ეძახდა იქიდან დედას „ბეე-ბეე“. პენელოპა გვერდიდან არ შორდება, სულ უყურებს, მშვიდად მობილიზებულია და პატარა ბისკვიტი კი დახტის დატრაშუნობს.
დედობა გარდა დიდი პასუხისმგებლობისა უდიდესი ბედნიერებაა და როგორც ადამიანებს კიდევ უფრო მეტად გვაძლიერებს. ყველა დედას მინდა ბედნიერება ვუსურვო და ყველა შვილს, ბედნიერი დედა.