ემპათია
Share
ადამიანები ბევრი რამით არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. სულ რამდენიმე თვისებით თუ გამოარჩევ. ერთერთი ვფიქრობ ემპათიაა. ბევრი განსაცდელის თავიდან აცილებაა შესაძლებელი ამ ჯადოსნური თვისებით. მაგალითად, გოჩას ხომ შეეძლო ქათმები არ დაეჩაგრა და ყოფილიყო არხეინად თავის მეგობრებთან ერთად. სადამსჯელო ეზოში გადაყვანისას, თავიდან ძალიან ბობოქრობდა. ცდილობდა გაღწევას და მეორე მხრიდან ლაშიკო და მაშიკო განცვიფრებულები გადასძახებდნენ რაღაცეებს, ჩემთვის გაურკვეველ ენაზე. გოჭები ინტერესით აკვირდებოდნენ მის ფორიაქს და რაღაც პერიოდის შემდეგ, მისი მეგობრები რომ დაიფანტნენ, შევიდნენ გოჩასთან კონტაქტში. მალევე გამონახეს საერთო ენა, გოჭები მის მცენარეებს მიირთმევდნენ ღობიდან, გოჩას კი საშუალება ქონდა მშვიდად ესაუბრა სარკეში, თავისთავს მისჩერებულ მაშიკოსთან. ხშირად დამიფიქსირებია როგორ საუბრობდნენ ერთმანეთში და როცა ვუახლოვდებოდი ჩუმდებოდნენ, მაშიკო სარკისკენ ტრიალდებოდა ან ქოლგის ქვეშ აფარებდა თავს. ვიღაცისთვის შეიძლება ჩემი სიტყვები ბოდვას გავდეს, მაგრამ ცხოველთა სამყარო მდიდარია ემოციებით და რადგან არ გვესმის, არ ნიშნავს რომ მათი ცხოვრება საინტერესო არ არის. უბრალოდ ყველას შეგვიძლია ოდნავ წინ წამოვწიოთ ერთი მარტივი თვისება ‘ემპათია-სხვების მიმართ თანაგრძნობის უნარი’ და სამყარო ცოტათი უკეთესი გახდება, დღეც სასიამოვნოდ ჩაივლის და შესაძლოა ქუჩაში სეირნობისას თქვენთვის ჩაგეღიმოთ კიდეც. ისევ, პატარა ამონარიდი ‘კიკეთის ფერმის’ დღიურებიდან.