მამაცი პენელოპა

მამაცი პენელოპა

რამდენიმე დღის წინ, ფერმაში ინციდენტი მოხდა. გამთენიისას ჩვენს ბეკეკებს საძოვარზე ერთი, ამბიციური ტურა მიეპარა. თავიდან საფრთხე ვერ იგრძნეს, რადგან ტურა ცოტათი ძაღლს გავს. თან ისეთი დაქანცული იყო, შიშს საერთოდ არ გგვრიდა. უეცრად, ერთერთ ბეკეკას თავს რომ დაესხა, ჩვენი მამაცი პენელოპა გამოესარჩლა მის მეგობრებს და შეებრძოლა მტაცებელს. დიდხანს იბრძოდნენ, ტურა თავს ესხმოდა, პენელოპა კი ხტებოდა და დარტყმებს ენერგიულად იგერიებდა. ბოლოს, ავაზაკს ძალა რომ გამოელია, გავიდა განზე სულის მოსათქმელად. უყურეს ერთხანს ერთმანეთს და რომ მიხვდა ავი ვერას გახდებოდა, უკან გაიქცა. ჩვენ ყველას შეგვიძლია სიკეთის ჩადენა, ამისთვის სულ ერთი ნაბიჯია საჭირო. პენელოპამ უამრავი სიცოცხლე გადაარჩინა. გუშინ ის გმირი იყო, დღეს მეც ერთი კეთილი საქმე ჩავიდინე (ამას შემდეგ მოგიყვებით) და ხვალ შენი იმედი მაქვს.

Back to blog