მანონი

მანონი

შესაძლოა ამ ამბის გამგონე შეცბეს ან ცოტა სურეალისტური მოეჩვენოს, თუმცა ჩემთვის ძალიან ძვირფასი მოგონებაა. ბებიაჩემს ის ამაგი არ ჰქონია, რაც სხვა ბებიებს აქვთ. მასწავლიდა კულტურას, ესთეტიკას. გონებრივი მეგობრობა უფრო გვქონდა, ვიდრე ფიზიკური. ზოგადად, ასაკთან ერთად მატულობს ოჯახის წევრების მიმართ გრძნობები. ჩემთვის რაღაცნაირად თავშესაფარივით იყო ბებია. მისგან სულ სითბო და სიკეთე მოდიოდა, როგორც არ უნდა გეცადა გაბრაზება. და ეხლა, როცა მის სახლში ვცხოვრობ, თავი ბუდეში მგონია, მიუხედავად იმისა რომ, ის ჩემს გვერდით აღარ არის, მისი ენერგია არ მშორდება და მმუხტავს. ამასობაში დამავიწყდა რას ვყვებოდი... ა ხომ... ამბავი: როცა, ჩემი ბებე გარდაიცვალა, ვცდილობდი ჩუმად შემეგროვებინა სიმბოლური ყვავილები. რატომ ყრიან ამ ისედაც მოკლე ცხოვრებით განწირულ ყვავილებს, ვერ ვხვდები. თუმცა, ხალხი აღშფოთდა, ვერ გაიგო. ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით უყვართ ცრუ რწმენა. მოკლედ, ამ ყვავილებით ჩემთვის სამახსოვროდ დავამზადე ბარათები, რომელიც ხან ჩემს ნაძვის ხეს აფორმებს და ხან წიგნში სანიშნედ ამოყოფს ხოლმე თავს. შეინახეთ ის რაც თქვენთვის ძვირფასს ემოციას გააღვიძებს. მოუფრთხილდით მოგონებებს. არასდროს ვიცით, როდის მოგვენატრებიან და ეს ნივთები როგორ გვანუგეშებენ. 

Back to blog