მეგობრობა

მეგობრობა

ხშირად გვესმის ფრაზები: აუ, რა ჯადოსნურ ადგილას მუშაობთ, საოცნებო სამსახური გაქვთ, ალბათ სულ ისვენებთ… ა.შ. ეს ზღაპარი დიდი შრომის და საქმისადმი სიყვარულის შედეგად შეიქმნა.

დღეს, მინდა ჩემი მეგობრების შესახებ მოგიყვეთ. ადამიანებზე, რომლებიც გულანთებულნი არიან ფერმის იდეით, უყვართ თავიანთი საქმე და ყოველდღიურად ცდილობენ უფრო მეტი და მეტი შემატონ მას. თაკოს უკვე იცნობთ, ჩვენ ერთად დავაფუძნეთ ფერდინანდი. ლიზამ და მე პირველი კაფე გავხსენით ფერმაში (ამის შესახებ სხვა დროს მოგიყვებით). ლიზას ესთეტიკის არაჩვეულებრივი აღქმა აქვს, ყველაფერი რაც თქვენამდე მოდის, ლიზას შექმნილია. მას შეუძლია საკუთარი სულიერი სილამაზე თავის ნაშრომებში გადმოიტანოს. ჩვენ ბევრი რამ გამოვიარეთ ერთად, რთული და ხალისიანი დღეები, ბევრჯერ ჩავაბარეთ მეგობრობის გამოცდა და დღემდე მედგრად ვუდგავართ ერთმანეთს მხარში.

ვამაყობ ჩემი მეგობრებით და ბედნიერი ვარ ასეთი სიმდიდრე რომ მაჩუქა ღმერთმა.

მოუფრთხილდით მეგობრებო ერთმანეთს! იმაზე მეტი ძალა გაქვთ ერთად, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

Back to blog