ნარცისი მაშიკო

ნარცისი მაშიკო

მაშიკო და გოჩა ერთდროულად შემოუერთდა ჩვენს ოჯახს. მაშიკო უფრო დიდი იყო ასაკით და ამ პატარას ჩაგრავდა. ალბათ, ბავშვობის ტრამვების ბრალია ახლა ქათმებს რომ დასდევს. ყველა ჩვენი ქმედების ახსნა ხომ ბავშვობის ამბებიდან მოდის.

მაშიკო კიდევ რომ წამოიზარდა, ლაშიკო შემოგვიერთდა და ერთად გადავიყვანეთ ჩვენს პატარა, მყუდრო სივრცეში. მათი სიყვარულის ისტორია გექნებათ ვიდეოში ნანახი. ნამდვილი იდილია იყო ფერმაში, სანამ ტრამვირებული გოჩა დაერია ქათმებს და დასჯილთა ეზოში მოგვიწია გადაყვანა.

ახლა, რა დაემართა მაშიკოს.

გოჩას ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე დავდგით ორმხრივი სარკე, რომ ტრუალებს ისეთი. თავიდან ყურადღებას არავინ აქცევდა, ისეთი ცხელი ამბები ხდებოდა შიგნით. ალბათ ჩვენი რევოლუციონერის გადაყვანიდან ორ დღეში, მაშიკომ პირველად ჩაიხედა და საკუთარი თავი აღმოაჩინა სარკეში. გახსოვთ ნარცისის ისტორია, ასე დაემართა საწყალ მაშიკოს. ისე შეუყვარდა საკუთარი გამოსახულება, რომ მხოლოდ ჭამის დროს შორდება. სარკის ქვეშ ისვენებს, სარკეში ლაპარაკობს, სულ საკუთარ სილამაზეს შესცქერის. აღარც ლაშიკო აინტერესებს და აღარც გოჩა.

Back to blog