რძიდან ყველამდე

რძიდან ყველამდე

დრო რომ გადის გარკვეული ინფორმაცია ჩვენს გონებაში ფორმას იცვლის, ამიტომ ზუსტად არ მახსოვს როგორ და როდის გაჩნდა იდეა თუმცა არსებობს ლოგიკური ვერსია რომ თაკოს, რომელიც განთქმული იყო რძის პროდუქტების დამორჩილებით, შევთავაზე ფერმაში გვეცადა ბედი. თუ წალკაში ნამყოფი ხართ, აუცილებლად გეცოდინებათ ლენას სამზარეულო და თუ არ ყოფილხართ წინ გაქვთ სიამოვნება მისი დაგემოვნების. ლენა ჩვენი ძალიან ახლო, უკეთილშობილესი, შრომისმოყვარე და ნიჭიერი მეგობარია. რათქმაუნდა წავედით წალკაში ყველის წარმოების შესასწავლად. არაერთი წარმოება მოვინახულეთ, თუმცა ჩვენთვის ყველაზე ავთენტური ფრანგი ფოფი აღმოჩნდა, რომელიც პარმეზანს ამზადებდა. მას თავის სარდაფში, მყუდროდ ქონდა პატარა ყველის სახელოსნო მოწყობილი და როგორც თაგვი ისე დასტრიალებდა თავს. ფოფისგან ცოდნით დატვირთულები, ახალი იდეებით აჟიტირებულები გამოვფრინდით ფერმაში და შევუდექით საქმეს. ნელ ნელა უფრო და უფრო იხვეწება ფერმის ყველის პატარა წარმოება, მისი გუნდიც გაიზარდა და უკვე დაგემოვნებაც შესაძლებელია ჩვენი სტუმრებისთვის. ამიტომ მეგობრებო, დაიმახსოვრეთ, მთავარია მონდომება, რწმენა, შრომა და ყველაფერი გამოგივათ.

ისევ პატარა ნაწყვეტი „კიკეთის ფერმის დღიურიდან“.

Back to blog