რწმენა

რწმენა

რთულია შეინარჩუნო რწმენა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საპირისპიროს გიმტკიცებენ. ბევრისთვის იდეა თუ მატერიალურ მოგებასთან არ არის დაკავშირებული, ფუჭია.

დასაწყისში აქვე, კიკეთში ვცხოვრობდი. სახლიდან ფერმამდე და ფერმიდან უკან, დღეში 10კმ გავდიოდი თოვლშიც და სიცხეშიც. ბევრი სირთულე გამოვიარეთ ერთად, ნელი ნაბიჯებით, მაგრამ რწმენამ მოგვიყვანა აქამდე, რომ დღეს თქვენთვის შეგვიძლია სიხარულის, სიმშვიდის და ცოდნის გაზიარება. თითოეულ დეტალში ემოციები მსუყედ გვაქვს ჩაქსოვილი. ეს პატარა, მყუდრო და ჯანსაღი თავშესაფარია დღევანდელი ქაოსისგან თავის დასაღწევად.

დაიმახსოვრეთ, მთავარია ირწმუნოთ საკუთარი თავის და იდეის და ყველაფერს შეძლებთ. ზოგჯერ, ვერც კი წარმოვიდგენთ რამხელა ნებისყოფა იმალება ჩვენში.

ისევ, პატარა ამონარიდი ‘კიკეთის ფერმის დღიურიდან’.

Back to blog