სხვისი განძი

სხვისი განძი

ბევრისთვის ხელოვანი ადამიანი უცნაურია. მეც ასეთი “უცნაური” ვიყავი ბავშვობიდან. ყველაფერს ვინახავდი და ვისთვის უსარგებლო, ჩემთვის განძი იყო. ასეა დღემდე. ალბათ ფერდინანდში ჩვენს სამასტერკლასო ოთახზე მეტი ადგილი საწყობს უკავია. ტყეში მოგროვილი მცენარეები, გზადაგზა აკრეფილი გირჩები, ათასი წვრილმანი, მორჩენილი ნაჭრები, გადასამუშავებელი პლასტმასი, მაკულატურა, საქსოვი ძაფები (ქუდსაც რომ ვერ გამოიყვან ისეთები), გატეხილი ჭურჭელი და თქვენთან ერთად ამ ყველაფერს ვჩუქნით ახალ სიცოცხლეს. ხშირად ვუსვამ ხაზს, რომ ჩვენ გასართობი სივრცე არ ვართ. ფერმაში ადამიანი სიმშვიდეს პოულობს და საკუთარ თავთან კავშირს ამყარებს. დღეს განსაკუთრებით გვჭირდება გონების დასვენება და ხელებით მუშაობა. ეს პროცესი კონცენტრაციაში გვეხმარება რაც სტრესს ამცირებს. ვისწავლოთ გარემოს მოფრთხილება, თქვენთვის უკვე უსარგებლო ნივთი, სხვისთვის განძია.

Back to blog