შესწავლა
Share
ბავშვი რომ იზრდება და დამოუკიდებელი ხდება, საკუთარ გზას ადგება. ასეა ადამიანებშიც და ცხოველებშიც. კი ვამჩნევდი, რომ დარბოდა წინ და უკან ფრთების შრიალით, თუმცა ვერ წარმომედგინა რომ ეს დღე დადგებოდა. მაშიკოს და მიშიკოს ეგრევე შეეტყოთ დარდი. აქამდე თუ სარკეში ცქერისას მაშიკომ იცოდა, რომ უკან ლაშიკო იდგა და აკვირდებოდა, ახლა მარტო დარჩა და თან მიშიკოზე პასუხისმგებლობაც სრულად დაეკისრა. მერამდენე დღეა, ჯერ ჯერობით სარკესთან არ მისულა, მიშიკოს დასდევს კუდში. ჩვენ ყველას საკუთარი გზა გვაქვს და ზოგჯერ ამ გზას მარტო გავდივართ. ლაშიკომაც, ერთ დღეს, ფართედ გაშალა ხელები და გაფრინდა ახალი თავგადასავლების საძიებლად.
ყველასთვის არ არის მარტო ყოფნა მარტივი, მაგრამ საკუთარი თავის შეცნობა აუცილებელია და როცა შეიცნობთ, მაშინ იგრძნობთ თავს უსაფრთხოდ და კომფორტულად.