შიში გაიცანი
Share
ბავშვობაში, ცხოველების მეშინოდა. რამდენად სასაცილოდ არ უნდა ჟღერდეს, დამსდევდნენ. იციან ხოლმე ამოჩემება. ერთხელ ყაზბეგში ნაგვის გადასაყრელად გავედი და ძროხა გამომეკიდა, სულ სირბილით მაყრევინა ნაგავი. კიკეთშიც, რომ გავდიოდი საძოვრებზე, ზოგჯერ ისე მიყურებდნენ ვიშმუშნებოდი, ახალ სამსახურში რომ მიდიხარ და არავის იცნობ, იღიმი მორიდებულად და ისინი ჯერ გაკვირდებიან. ასეთი კომუნიკაცია მქონდა ძროხებთან. გამიგრძელდა ამბავი, ხოდა ფერმის იდეაზე მუშაობა როცა დავიწყეთ, აუცილებლად ყველა ერთად უნდა ყოფილიყო, რომ მოზარდებმა და დიდებმაც ნახონ განსხვავებული ზომის, ფერისა და ადათის ცხოველი ერთად როგორ ცხოვრობს. ფრინველებზე ზრუნვით, ვისწავლე მათთან სწორი კომუნიკაცია და რამდენიმე თვეში შიშიც გადავლახე. დღეს რომ დილით ავდივარ ფერმაში, ჯერ ჩემს ოთხფეხა და ფრთოსან მეგობრებთან შევდივარ ხოლმე მოსაკითხად.
როგორ ფიქრობთ, მოხალისეობის პროგრამა ხომ არ დავნერგოთ, ჩემნაირი დიდებისთვის, მათთაც შიში რომ გადალახონ, საინტერესო იქნება?