მოასწარი

მოასწარი

შემოდგომის დილაა. თბილისში წვიმს. ზოგს ტკბილად სძინავს, ზოგი ახლა ფხიზლდება. მე უკვე აქ ვარ. როგორ მიყვარს ამ დროს, ფერმისკენ მიმავალი გზა, აჭრელებული ხეები, ბურუსი, ნამი და სუფთა ჰაერი, გრძნობ რომ სუნთქავ. ყველას აქვს ჯადოსნური თავშესაფარი, სადაც შეუძლია გონება ფიქრებისგან გათიშოს და დაასვენოს, ჩემთვის ეს თავშესაფარი ფერმაა. ქვემოთ, ფერდინანდში ვზივარ სკამზე, ხედს გადავყურებ, იხვების ლაპარაკი და ჩიტების ჟღურტული მესმის, თუ უფრო ყურადღებით დაუგდებ ყურს ფოთლების საუბარსაც გაიგებ.

ეს კონტრასტი ქალაქსა და ფერმას შორის, თითქოს ნარნიას გზაზე უცებ ჯადოსნურ ფარდას სწევ და მთაში ამოყოფ თავს სადაც მთელი კაცობრიობის დარდი ქრება. ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან ჯადოსნურ გარემოში ვაკეთებ საქმეს რომელიც სიამოვნებას მანიჭებს და მაქვს შესაძლებლობა გაგიზიაროთ ეს დადებითი ენერგია.

ცხოვრება ისედაც მოკლეა, მოვასწროთ ერთმანეთისთვის სიხარულის გაზიარება.

ისევ, პატარა ამონარიდი ‘კიკეთის ფერმის დღიურიდან’.

Back to blog