სიძლიერე ჩაგვრაში თუ დაცვაში
Share
ბევრი მსგავსება გვაქვს ადამიანებს ცხოველთა სამყაროსთან და სულ მცირედი სხვაობა.
ერთმა პატარა კადრმა, ქუთაისის ზამთრის დილა გამითბო.
ინციდენტამდე სულ ორიოდე წუთით ადრე, ჩემდა სამარცხვინოდ მხოლოდ ახლა, 35 წლის ასაკში, აღმოვაჩინე საბუბლიკე „დონე“, რომელიც 1991 წლიდან ფუსფუსებს.
გამოვდივარ გემრიელი ცმაცუნით და ვხედავ პატარა ბეღურებიც ბუბლიკს მიეტანებიან. შევციცინებ ბედნიერი და უეცრად, თავს მტრედი ესხმის. როგორც იცით, მტრედი ზომით, სამჯერ დიდია ბეღურაზე. ჯერ ეგრევე ფარხმალი არ დაყარეს, ცოტა იჯიკავეს, მაგრამ მეორე მტრედიც მოფრინდა და გაფანტეს საწყალი ბეღურები.
გავბრაზდი! ბავშვობიდან ვერ ვიტან უსამართლობას. გავაქციე თავდამსხმელები. უმალვე დაბრუნდა ერთი-ერთი ბეღურა და დაბრუნდნენ მტრედებიც. ამჯერად ვზდიე 50 მეტრი, სანამ ავტობანზე არ გადაუხვიეს.
უკან მობრუნებულს ისევ ბეღურების წრე დამხვდა დონეს ბუბლიკის გარშემო და გულს ეამა.
საინტერესოა, თქვენ რას ფიქრობთ, როგორ მოიქცეოდით ჩემს ადგილას.