ჯადოქარი ქათამი
Share
ბავშვობაში, მახსოვს არ მომწონდა სოფლის რძე და მიყვარდა მაღაზიაში ნაყიდი (არავინ რომ იცის რეალურად რისგან არის დამზადებული). შავ შოკოლადს სნიკერსი მერჩივნა და ასე ,პილმენს თუ ხორცის გემო ქონდა არ მომწონდა არადა ვირის რძეც კი მაქვს გასინჯული.
ფერმაში რომ ფრინველების შიში გადავლახე და მათზე ზრუნვა დავიწყე, თავისთავად დამოკიდებულებაც შემეცვალა სოფლის პროდუქტების მიმართ.
პირველად ქათამმა კვერცხი რომ დადო და ავიღე (შესაძლოა ვინმეს ჩაგეცინოთ, ჩემთვის უცხო იყო) ვიფიქრე, ეს რა ჯადოქრობაა მეთქი. თავიდან საჩვენებლად ჩავიტანე სახლში, რომ ბავშვი გამეხარებინა. თუმცა ძალიან მალე ისე მივეჩვიეთ გემოს, რომ მაღაზიის კვერცხს ვეღარ ვეკარებით.
ყველას შინ ვერ ეყოლება ქათამი, გაგვიმართლა რომ გლეხები უვლიან მათ და გვამარაგებენ სოფლის კვერცხებით, ეს ხომ ჯადოქრობაა.